Saturday, February 4, 2012

პრეზენტაცია "ლექსის სახეები"

პრეზენტაცია"გალაკტიონ ტაბიძე"

პრეზენტაცია "ნიკორწმინდა"

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
გალაკტიონი და ქვის ჰარმონია


2. პროექტის მთავარი თემა:
ალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის გაცნობა. მისი ერთ-ერთი ლექსის "ქებათა ქება ნიკორწმინდისა" მიხედვით სალექსო ფორმებზე მუშაობა.

3.პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია, რადგან გალაკტიონის შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, რომ იგი ყოველთვის იწვევს ინტერესს. ამ ეტაპზე მოსწავლეთ ყურადღება მიპყრობილი იქნება პოეზისაა და ხუროთმოძღვრების ძეგლის საერთო ნიშნებზე,მსგავსება-განსხვავებაზე

4. პროექტის მიზნები:
  •  მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანაკლასელებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და პეზენტაციის მომზადების უნარები; 
  • ისწავლონ თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
  • ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
  • განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განუვითარდეთ ზეპირი მოსმენისა და ანალიზის უნარი.


5. მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი

6. განხორციელების ვადები
1თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე


8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,დამატებითი ლიტერატურა,smartboard





9.პროექტის მსველელობა (ძირითადი აქტივობები):

  • თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად;
  • შევიმუშავებთ სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმას, განვსაზღვრავთ ვადებს;
  • მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ განმსაზღვრელი შეფასების სქემას;
  • გამოვავლენთ ჯგუფის ლიდერებს. ჯგუფებში გადანაწილდება დავალებები;
  • პირველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე "გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია"
  • მეორე ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას ისტორიის დისკურსთან მიმართებით - "ნიკორწმინდა" (ტაძრის აგების ისტორია და მისი არქიტექტურა).
  • მესამე ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას "ლექსის სახეები". იგი უნდა მოიცავდეს უცხოურ სალექსო ფორმებს:1.ოქტავა;2.ტრიოლეტი; 3.მუხამბაზი; 4.მაჯამა; 5.სონეტი.
  • კვირაში ერთხელ ლიდერები გაგვაცნობენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოების  დასრულების შემდეგ  წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციას;
  • მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით:
    შეფასება
    საუკეთესო
    (9-10)
    კარგი
    (7-8)
    საშუალო
    (5-6)
    დაბალი
    (1-4)
    მიზანი და აუდიტორია
    მოხერხებულად 
    იყენებს მიზნის 
    შესაბამის
    ენობრივ
    საშუალებებს 
    და ითვალისწინებს აუდიტორიას.
    ჩანს მიზანი,
    მაგრამ 
    ნაკლებად ითვალისწინებს აუდიტორიას.
    მეტ-ნაკლებად 
    ჩანს მიზანი
    და ზოგჯერ გათვალისწი-ნებულია აუდიტორია.
    არ ჩანს 
    მიზანი, ვერ ითვალისწინებს პრეზენტაციის დროს 
    აუდიტორიას.
    გამართული და სწორი 
    მეტყველება
    გამართულად 
    მეტყველებს,
    აქვს
    მდიდარი ლექსიკა, შემოქმედე-
    ბითად  იყენებს ენობრივ-
    გამომსახველობით საშუალებებს.
    იცავს 
    მართლმეტყვე-
    ლების წესებს, გამართულად საუბრობს.
    მეტ-ნაკლებად 
    იცავს 
    მართლმეტყე-
    ლების წესებს,
    უჭირს 
    გამართულად საუბარი.
    ვერ იცავს მართლმეტყვ-ელების ელემენტარულ წესებს
    სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
    სათქმელს გადმოსცემს ნათლად  დალოგიკურად, მსჯელობა თანმიმდევ-
    რულია.
    სათქმელს
    გადმოსცემს
    ნათლად, მაგრამ არათანმიმდევ-რულად.
    ხშირად 
    უჭირს სათქმელის
    ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
    გასაგებად ვერ გადმოსცემს სათქმელს. მსჯელობა
    ხშირად არალოგიკურია.
    კონტაქტი აუდიტორიასთან
    წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
     ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
    უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება. ზოგჯერ ახერხებს
    არ ამყარებს აუდიტო-
    რიასთან
    კონტაქტს.
    დასაბუთებული და არგუმენტირე-
    ბული
    მსჯელობა
    მსჯელობა დასაბუთებულია და არგუმენტებით გამყარებულია.
    მსჯელობა დასაბუთებულია, მაგრამ
    ზოგ 
    შემთხვევაში არგუმენტები
     არ არის დამაჯერებელი.
    მსჯელობისას არგუმენტები 
    ხშირად 
    არადამაჯერ-
    ებელია
    ნაკლება არის გამყარებული კონკრეტული მასალით.
    მსჯელობა 
    არ არის არგუმენტი-რებული. არ იყენებს  კონკრეტულ მასალას.
    ვიზუალური მასალის 
    გამოყენება
    პრეზენტაციის დროს ეფექტურად იყენებს ვიზუალურ მასალას.
    პრეზენტავიის დროს იყენებს ვიზუალურ მასალას, მაგრამ ხშირად  მიზანთან შეუსაბამოა.
    პრეზენტაციის
    დროს
    გამოყენებული ვიზუალური
    მასალა მწირია
    არ შეესაბამება დავალებას.
    არ იყენებს ვიზუალურ მასალას.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ისტორია

ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
თინათინ თვალჭრელიძე



12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

 tiniko.tvalchrelidze@gmail.com



13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 
qvisharmonia.blogspot.com